„როიტერი“: სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემაა

„როიტერი“: სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემაა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემა იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, სტივ უიტკოფმა თეთრ სახლში შეხვედრისას დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთისთვის გადაცემას. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ამ პოზიციას უკრაინა არაერთხელ შეეწინააღმდეგა.

სააგენტოს ცნობით, თეთრ სახლში შეხვედრისას რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა სტივ უიტკოფის პოზიციასთან უთანმოება გამოთქვა.