აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებს და მაგალითს თავად აძლევს. ვიდეო, რომელიც ამერიკულმა ტელეკომპანია CBS-მა დილის ეთერში უჩვენა, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვარჯიშს ასახავს.
ვიდეოში, რომელიც პირველი ლედის ფიტნეს კამპანიას უწყობს ხელს, შტატების პრეზიდენტი ოვალურ მაგიდასთან ზის, როდესაც ვიცე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შედის მასთან და ეკითხება, არის თუ არა მზად მოძრაობისთვის. ამის შემდეგ ისინი თეთრ სახლში სირბილს იწყებენ.