კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: უკრაინელებს არჩევნები ექნებათ და თუ ზელენსკის აირჩევენ, ქვეყნის დანარჩენ ნაწილს დაკარგავენ

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: უკრაინელებს არჩევნები ექნებათ და თუ ზელენსკის აირჩევენ, ქვეყნის დანარჩენ ნაწილს დაკარგავენ

უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა განაცხადა, რომ უკრაინელები უნდა დაეთანხმონ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას და შეცვალონ ვოლოდიმირ ზელენსკი, თუ არ სურთ მთელი ქვეყნის დაკარგვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანულკი გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

„უბრალოდ ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება უკრაინა იმ პოზიციაში იყოს, რომ ტერიტორიის შენარჩუნება მოითხოვოს. ომს რომ იგებდნენ, სულ სხვაგვარად იქნებოდა“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა.

მან ასევე მოუწოდა უკრაინელ ხალხს, ხმა არ მისცენ ზელენსკის ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

„უკრაინელებს არჩევნები ექნებათ და თუ ზელენსკის აირჩევენ, ქვეყნის დანარჩენ ნაწილს დაკარგავენ“, - განაცხადა ვიქტორია სპარცმა.