„ნაცმოძრაობის“ წევრი ნიკა ობოლაძე: სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები რომ არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არც დაეკითხა, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა

„ნაცმოძრაობის“ წევრი ნიკა ობოლაძე: სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები რომ არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არც დაეკითხა, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა“- ამის შესახებ გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა,  ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, „დღის ამბებში“ განაცხადა. 

ნიკა ობოლაძის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით [ოპოზიციურ] პარტიებს პოზიცია არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. მისი თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ „მისცა ტონი ამ ყველაფერს“. 

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არანაირი არანაირი მტკიცებულებები არ სჭირდება არჩევნებთან დაკავშირებით და მან არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, „ლიდერშიფი“ აიღო, ეს ყველაფერი თვითონ გააკეთა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. ეს რომ პარტიებს გაეკეთებინათ კი. მაშინ კარგად ვუყურებდი ახალ ამბებს. პარტიებს არ ჰქონდათ ის პოზიცია ჩამოყალიბებული ისე მკვეთრად, რამდენადაც ჰქონდათ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების მერე, როდესაც თქვა, რომ „მე არ ვიცი, არ მაქვს მტკიცებულებები, არ მჭირდება მტკიცებულებები, მე ვამბობ, რომ ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას“, ასე თქვა და გაიარა და ამან მისცა ტონი ამ ყველაფერს“-განაცხადა ნიკა ობოლაძემ.