„ნაცმოძრაობის“ წევრი ნიკა ობოლაძე: ჩვენი ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ ძლიერი ნარატივი

„ნაცმოძრაობის“ წევრი ნიკა ობოლაძე: ჩვენი ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი - „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ ძლიერი ნარატივი

გვარამია/მელიას პარტიის ლიდერმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემაში „დღის ამბები“ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ნარატივზე ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი, მაშინ როცა „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ ძლიერი ნარატივი.

„ივანიშვილი არანაირად არ არის სუსტი. სანქციებთან მიმართებაშიც, როდესაც ერთის მხრივ დასავლელები საუბრობენ, ამერიკელებზეა საუბარი, მოდი რუსეთს მოვუხსნათ სანქცია, იქ ინვესტიცია ხომ არ ჩავდოთ და რაღაცები და ამ დროს ჩვენთან არის პატარა სანქციებზე საუბარი, პიროვნულ სანქციებზე, ეს იწვევს გაუგებრობას. „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს ეუბნება, რომ რაღაც ისე არ არის. მე ვამბობ იმას, რომ ჩვენი ნარატივი არ არის აბსოლუტურად ზუსტი და აწყობილი და „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმაოდ ძლიერი ნარატივი“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.