ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენება მისცა სასამართლოებს, ვის მიერ მოპოვებული მასალებითაც მოხდა ამ სასამართლოების მოგება 

ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენება მისცა სასამართლოებს, ვის მიერ მოპოვებული მასალებითაც მოხდა ამ სასამართლოების მოგება 

სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიაზე:   რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს „ნაცმოძრაობას“, არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება 

კარგად იცით, რომ დაიწყო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა და კომისიის პირველივე დღეებში მოჰყვა სერიოზული შფოთვა კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ მხარდამჭერებში. დაიწყო ცილისწამებებისა და ბინძური ჭორების გავრცელების ძალიან ბინძური კამპანია კომისიისა და მისი წევრების წინააღმდეგ, გასაგებია, ამით რის გადაფარვასაც ცდილობენ,-  განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სუბარის განცხადებით,  კომისიის ყოველ სხდომაზე ისმენენ სისხლისგამყინავ ისტორიებს თუ  როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საკუთრების უფლების ტოტალურ დარღვევებზე და სახელმწიფოსთან ერთად ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკაში თავშეფარებული და გადაბარებული ბანკირები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 


„კომისიის ყოველ სხდომაზე ვისმენთ მართლაც სისხლისგამყინავ ისტორიებს როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საკუთრების უფლების ტოტალურ დარღვევებზე და სახელმწიფოსთან ერთად ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკაში თავშეფარებული და გადაბარებული ბანკირები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 
ვისმენთ როგორ დევნიდნენ ადამიანებს უსასტიკესად, მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო და როგორ ხდებოდა ადამიანების მათი ოჯახების, მათი ბიზნესის სრული განადგურება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური შეხედულება არ მოსწონდა ხელისუფლებას. თუმცა, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება. ეს არ მოსწონთ და გადაწყვიტეს, ჯარისკაცებისა და გენერლების მუნდირებს ამოეფარონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს კომისიის მუშაობა ქართული ჯარის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში პირიქით არის და ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ შევძელით, საერთაშორისო სასამართლოებში მიგვეღწია და გაგვემართლებინა ის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც განწირულნი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მიერ,“-განაცხადა სოზარ სუბარმა. 

 

სოზარ სუბარი:  ორივე გენერალმა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ  მამუკა ყურაშვილმა თქვა, რომ სამშვიდობო რესურსის არ გამოყენება, იყო ძალიან დამაზიანებელი მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის, რასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა და ადამიანთა მსხვერპლი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოს ომში სამშვიდობო რესურსის არ გამოყენების შესახებ ისაუბრა. 

სუბარის თქმით, ორივე გენერალმა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა თქვა, რომ სამშვიდობო რესურსის არ გამოყენება, იყო ძალიან დამაზიანებელი მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის, რასაც საბოლოო ჯამში, მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა და ადამიანთა მსხვერპლი.


„სანამ კონკრეტულ სათქმელზე გადავალ, უნდა მოვახდინო ირაკლი წერეთლის ციტირება, რომელმაც  რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ღალატის უმხილებლობა და დაუგმობლობა იგივე ღალატია“! ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოვლინდეს რა დანაშაულები იქნა ჩადენილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, 2008 წლის აგვისტოში. რამდენიმეს ჩამოვთვლი: 
გენერალ მამუკა ყურაშვილის ახსნა-განმარტებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები, მათ შორის ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა და არაერთი სხვა, უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებში, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში;
სხვათა შორის, ეს არ უარუყვია არც გენერალ ზაზა გოგავას; 
გენერალმა გოგავამ თქვა, რომ - კატასტროფა იყო შოთა უტიაშვილის მიერ რუკებისა და ჯარის განლაგების, პოზიციების და მიმართულების პირდაპირ ეთერში ჩვენება, რასაც მოჰყვა მსხვერპლი და ესეც იყო სამოქალაქო პირების ჩარევის ნათელი მაგალითი;
ორივე გენერალმა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა თქვა, რომ სამშვიდობო რესურსის არ გამოყენება, თემურ იაკობაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები - „არანაირი ესკაკა და სხვა საერთაშორისო ფორმატები აღარ იმუშავებსო“, იყო ძალიან დამაზიანებელი მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის, რასაც საბოლოო ჯამში, მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა და ადამიანთა მსხვერპლი,“- განაცხადა სუბარმა. 

 

სოზარ სუბარი:  სხდომაზე გამოკითხულმა არაერთმა მოწმემ, ძირითადად სამხედრო პირებმა, დაადასტურეს, რომ საბრძოლო მოქმედებათა დამტკიცებული გეგმის ცვლილება ხდებოდა სპონტანურად, გაუაზრებლად და იმაზე იყო დამოკიდებული, თუ სად  უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი უმაღლეს მთავარსარდალს


სოზარ სუბარი: მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა


ორივე გენერალმა და სხვა გამოკითხულმა მოწმეებმაც მკაფიოდ აჩვენეს, რომ ხელისუფლებამ ვერ თუ არ მოახდინა მშვიდობიანი მოსახლეობის ინფორმირება ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობაში, რომ მათ ელოდათ სერიოზული საფრთხე, რამაც გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


სოზარ სუბარის განცხადებით,  სხდომაზე გამოკითხულმა არაერთმა მოწმემ, ძირითადად სამხედრო პირებმა, დაადასტურეს, რომ საბრძოლო მოქმედებათა დამტკიცებული გეგმის ცვლილება ხდებოდა სპონტანურად, გაუაზრებლად და იმაზე იყო დამოკიდებული, თუ სად  უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი უმაღლეს მთავარსარდალს.


„უფრო მეტიც, გენერალ მამუკა ყურაშვილს ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ კოდორის ხეობის დატოვება და მოსახლეობის არ გაფრთხილება „სამშობლოს ღალატი იყო“. კომისიის სხდომაზე მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დღესაც ამ პოზიციაზეა, სხდომაზე გამოკითხულმა არაერთმა მოწმემ, ძირითადად სამხედრო პირებმა, დაადასტურეს, რომ საბრძოლო მოქმედებათა დამტკიცებული გეგმის ცვლილება ხდებოდა სპონტანურად, გაუაზრებლად და იმაზე იყო დამოკიდებული, თუ სად  უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი უმაღლეს მთავარსარდალს; სამხედრო მოქმედებები დამოკიდებული იყო იმაზე, თბილისიდან რა დროს ჩამოვიდოდა ბრიფინგისთვის საჭირო აღჭურვილობა , კერძოდ, ტრიბუნა, დროშები და ა.შ.“- განაცხადა სოზარ სუბარმა. 

სუბარის თქმით, მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა.

„სხდომაზე გამოკითხულმა ორივე გენერალმა, მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა (ოთხმა უმრავლესობიდან - „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ერთმა ე.წ. „ოპოზიციიდან“ გიორგი თარგამაძემ) სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევა, ხოლო ქართულ სახელმწიფოს - ომის დაწყება. კომისიის სხდომაზე ყურაშვილმა თქვა, რომ ეს იყო კატასტროფული შეცდომა,“-განაცხადა სოზარ სუბარმა. 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რითაც საბოლოო ჯამში საერთაშორისო სასამართლოების მოგება მოხერხდა. 

სოზარ სუბარის თქმით,  „ქართული ოცნების“  ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მოხერხდა საერთაშორისო სასამართლოების მოგება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას უხდის ყველას, ვის მიერ მოპოვებული მასალებითაც მოხდა  სასამართლოების მოგება და მათ შორის, უდიდესია თეა წულუკიანის დამსახურება. 

„მთლიანობაში ჩანს, რომ ამ ნაბიჯებით, მათ შორის 1633 რეზოლუციაზე ხელმოწერით მაშინდელმა ხელისუფლებამ გაწირა ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი, რომ ჩვენ უნდა წაგვეგო ყველა საერთაშორისო სასამართლო - როგორც ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ასევე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლო, რაც უმძიმესი დარტყმა იქნებოდა ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივისთვის, მეორე მხრივ კი საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნისთვის წირავდა არაერთ ქართველ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ გენერალს...

ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენება მისცა სასამართლოებს, ვის მიერ მოპოვებული მასალებითაც მოხდა ამ სასამართლოების მოგება, მაგრამ მათ შორის უდიდესია ქალბატონი თეა წულუკიანის დამსახურება და მადლობა მინდა ვუთხრა მას ამისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს კომისია კიდევ ბევრ რამეს გამოავლენს მუშაობის პროცესში,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.