ლევან მაჭავარიანი: რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი

ლევან მაჭავარიანი: რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი

რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სენატში განსახილველ „მეგობრულ აქტზე“ საუბრისას.

„გავიხსენოთ იქ „ჰელსინკის კომისიის მუშაობა გავიხსენოთ, როდესაც აქედან ჩადიოდნენ, ე.წ. ორჯონიკიძეები - ერთ-ერთ მოსმენაზე დაპატიჟებული ჰყავდათ ქალბატონი, კაპიტანი გიგაური, რომელიც თურმე, საქართველოს სახელით საუბრობდა და აჟღერებდა იქ თურმე, რა პრობლემებია საქართველოში. კი, ბატონო, გააგრძელონ ასეთ ფარსსა და აბსურდში ცხოვრება!“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

აშშ-ის სენატში „მეგობრული აქტის“ განხილვის მხარდასაჭერად, მდიდარი „ენჯეოები“ მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვისას ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ ნარატივების მხარდაჭერას გეგმავს.