ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში, კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, მეორე ფრონტი იხილონ  საქართველოში

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში, კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, მეორე ფრონტი იხილონ  საქართველოში

დღეს, ერთადერთი ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა" განაცხადა. 

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ. 

„გაგახსენებთ კონკრეტულ განცხადებებსაც კი, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, წამოცდენა დავარქვათ ამას, თუ არ ვიცი, რა დავარქვათ, რომ ახლა მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი უკრაინაშიო. ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას, რომ კარგად გავიაზროთ ევროპელი ბიუროკრატების დამოკიდებულება უკრაინაში ომის მიმართ. პირიქით, ეს ბიუროკრატია არის „დიფ სთეითის" წარმომადგენლობა, ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ პოლიტიკას ევროკავშირში, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში. ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, რომ იხილონ ანალოგიური პროცესები საქართველოში, ვგულისხმობ მეორე ფრონტს. პირდაპირ ხელის გულზე დევს მათი განცხადებები, პირდაპირ უქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს პრეზიდენტ ტრამპს იმ გზაზე, რასაც ჰქვია სამშვიდობო პროცესის წარმართვა,"- განაცხადა პრემიერმა.