ირაკლი კირცხალია: ბატონი ლანდსბერგისი ყოფილი პოლიტიკოსი ნამდვილად არის, მაგრამ ყოფილი ლობისტი ალბათ არ არის

ირაკლი კირცხალია: ბატონი ლანდსბერგისი ყოფილი პოლიტიკოსი ნამდვილად არის, მაგრამ ყოფილი ლობისტი ალბათ არ არის

ბატონი ლანდსბერგისი ყოფილი პოლიტიკოსი ნამდვილად არის, მაგრამ ყოფილი ლობისტი ალბათ არ არის და არ იქნება ალბათ ყოფილი აგენტი იმ ძალებისა, რომელ ძალებსაც ჯერჯერობით ღრმად აქვთ ფესვები ევროპულ ბიუროკრატებში გადგმული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ახლა ესკალაციის კონსულტანტის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის საქართველოში მორიგ ვიზიტზე საუბრისას.

„ბატონი ლანდსბერგისი ყოფილი პოლიტიკოსი ნამდვილად არის, მაგრამ არ არის ალბათ ყოფილი ლობისტი და არ იქნება ალბათ ყოფილი აგენტი იმ ძალებისა, რომელ ძალებსაც ჯერჯერობით ღრმად აქვთ ფესვები ევროპულ ბიუროკრატებში თუ „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასმულ პოლიტიკოსებში გადგმული. ჩამოვიდა ასევე ყოფილ მდიდარ „ენჯეოებთან“ შესახვედრად, კოლექტიურ ლომჯარიებთან და გიგაურებთან შესახვედრად, ასევე ყოფილ აქაურ პოლიტიკურ ფიგურებთან შესახვედრად, არაერთხელ ვახსენე რა კლინიკასთან გვაქვს საქმე, რომ თავს პრეზიდენტად მოიხსენიებს და ასე შემდეგ, იქ შიგნით რა ხდება და როგორი სცენარია, ამასაც საზოგადოება კარგად ადევნებს თვალყურს.

რა უნდა ქნან და რა უნდა მოიმოქმედონ, ისინი ხომ სრულიად ლუსტრირებულები არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თავიანთ ქვეყნებში, ევროპაში, აშშ-ში, თითოეულ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს დიდი, ბინძური და ბოროტი სქემა მოქმედებდა იმ მთავარი დონორების მხრიდან, რომელ დონორებსაც შეუწყდათ დაფინანსება და რიგი გაუქმდა კიდევაც. ახლა ბოლო ინფორმაცია უკვე საინფორმაციო საშუალებებზეა - „რადიო თავისუფლება“, „ამერიკის ხმა“ და ა.შ. კიდევ ბევრი სერია გველოდება წინ“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისი თქმით, რას ისაუბრებენ ისინი საქართველოში ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს აგენტურული ქსელი ჯერ კიდევ მოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოაწყოს და ხელი შეუშალოს ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას.

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიუხედავად იმ მოვლენებისა, რაც რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში მიმდინარეობს დღეს, სანამ იქ ბოლომდე არ დამთავრდება ეს დამანგრეველი ომი, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ბინძური ინტერესები ამ აგენტებს თავიანთი პატრონებით ყოველთვის ექნებათ. ჩვენ და ქართველი საზოგადოება ამისთვის მზად ვართ და ამ ყველაფერს ჯანსაღად და სწორად ვაფასებთ”, - აღნიშნა კირცხალიამ.