ირაკლი გოგავა ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, რომ ორივე მხარე ითვალისწინებს ერთმანეთის ლეგიტიმურ პოზიციებს. რთულია ამ ომის გაჩერება. ჯარს ერთ დღეში ვერ ეტყვი წადით სახლშიო. ამიტომ ნაბიჯ - ნაბიჯ მოხდება დეესკალაცია

ირაკლი გოგავა ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, რომ ორივე მხარე ითვალისწინებს ერთმანეთის ლეგიტიმურ პოზიციებს. რთულია ამ ომის გაჩერება. ჯარს ერთ დღეში ვერ ეტყვი წადით სახლშიო. ამიტომ ნაბიჯ - ნაბიჯ მოხდება დეესკალაცია

საინტერესო საუბარი შედგა. ვფიქრობ, რომ ორივე მხარე ითვალისწინებს ერთმანეთის ლეგიტიმურ პოზიციებს, მუქარებს, შეშფოთებებს და ცდილობს, რომ გარკვეულწილად ეს ურთიერთპატივისცემა, გათვალისწინება უფრო სწორი სიტყვაა ალბათ ამ შემთხვევაში, გამოხატოს და გამოიჩინოს. ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესები მიდიან იქითკენ, რომ ეს ომი შეწყდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ, რითაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინაში ომი ერთ დღეში და თუნდაც ერთ თვეშ ვერ დასრულდება თუმცა პროცესებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მიდის დეესკალაციისკენ.

„ომს ტრამპი მიიჩნევს გლობალისტების პროექტად. ვინც არის უკრაინის მხრიდან ამ ომის მეთაურები და ბელადები ასე ვთქვათ, ისინიც გლობალისტების მხარეს მოთამაშეებად მიიჩნევიან. ეს უკანასკნელი კი მთავარი მოწინააღმდეგეა იმ იდეოლოგიის, იმ პლატფორმის და იმ გუნდის, რომლის მეთაურით ტრამპია.

რთულია ამ ომის გაჩერება რა თქმა უნდა. მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანია ორივე მხრიდან ფრონტის ხაზზე. ჯარს ერთ დღეში და ერთ საათში და თუნდაც ერთ თვეში ვერ ეტყვი, რომ დაიხურეთ ქუდი და წადით სახლში. მიუვარდება თავიანთ მთავრობას როგორც ერთი მხარე, ისე მეორე. ამიტომ ნაბიჯ - ნაბიჯ მოხდება დეესკალაცია. ჯერჯერობით შეთანხმდნენ მხოლოდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომ არ დაესხმებიან თავს. ზღვაზე შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს. ხმელეთზე ჯერჯერობით გაგრძელდება, მაგრამ ალბათ იქაც დეესკალაცია მოხდება. ახალი საჯარისო ნაწილები შეიძლება აღარ დაემატოს და დეესკალაციისკენ წავიდეს“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მისი თქმით, ამ ომს ჰყავს გაგრძელების მსურველები, განსაკუთრებით ევროპაში.