ლიბერალულმა ნარკოპოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ და მოქმედ კანონმდებლობას მხარს უჭერდა მაშინდელი ნაიონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის იყვნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი წერეთელი და ნიკანორ მელია

ლიბერალულმა ნარკოპოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ და მოქმედ კანონმდებლობას მხარს უჭერდა მაშინდელი ნაიონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის იყვნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი წერეთელი და ნიკანორ მელია

წლების წინ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემუშავების მავნე შედეგებზე ისაუბრა პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფისხალხის ძალისლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, ლიბერალური კანონის მიღების უკან იდგნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, არასამთავრობო სექტორის ცალკეული წარმომადგენელი და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადრექართულ ოცნებაშიიყვნენ და ახლა ქუჩის ოპოზიციას წარმოადგენენ.

ნარკოპოლიტიკა და ის კანონმდებლობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიღო, შემუშავდა იმ ლიბერალური ღირებულებების მქონე, სხვათა შორის მაშინქართული ოცნებისწევრების მიერ, რომლებიც დღეს არ არიან პარტიაში და მათი გარკვეული ნაწილი არის აქტიურად წარმოდგენილი ოპოზიციურ ფლანგზე - ქუჩის ოპოზიციას რომ ვუწოდებთ. პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც თითქოს პოლიტიკაში არ არიან, ანუოცნებისტი ლიბერალები“, ღიად აკრიტიკებენქართულ ოცნებასთითქმის ყველა მიმართულებით. ის, რომ ავტორები მაშინ იყვნენოცნებისტი ლიბერალებიდა ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით იქნა მიღებული ეს კანონი (რომ არა მათი დახმარება, ამ კანონის მიღება ვერ მოხდებოდა) ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი საბუთი არსებობს. აი, მაგალითად რომ ნახოთ ოქმი, კანონპროექტის ავტორებში თქვენ ამოიკითხავთოცნებისტ ლიბერალებსან იმ პირებს, რომლებიც დღეს ქუჩის ოპოზიციას არიან მიკედლებული და შეიმჩნევიან ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებში. ამის დასტურად ასევე შემიძლია იმ კომიტეტის სხდომის ოქმი ამოვიღო, სადაცქართული ოცნებისწევრები, ექიმები, რომლებიც კარგად ხედავდნენ მომავალ რისკებს და კომიტეტის სხდომებზე მის მიღებას აქტიურად უწევდნენ წინააღმდეგობას, მხარს არ უჭერდნენ კანონს. მხარდაჭერა კი, კანონპროექტს ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი წევრების მხრიდან, მათ შორის იყვნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი წერეთელი და ნიკანორ მელია. ისე რომ ამას ძალიან მძიმე პრეისტორია აქვს და ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან აქტიური პროპაგანდით ლიბერალური ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ ეს ნარკოპოლიტიკა უკიდეგანო ლიბერალიზმით იყო შემუშავებული და საფრთხეს შეიცავდა. ჩვენი უამრავი განცხადებებიც არსებობს (შესაძლებელია საინფორმაციო სააგენტოებში მათი მოძიება) და ერთ-ერთი მათგანი მინდა წარმოგიდგინოთ. ეს არის 2017 წლის 8 ნოემბრის განცხადება, რომ ნარკოპოლიტიკის უკიდეგანო ლიბერალიზაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია. ასევე 2018 წელს გავაკეთეთ განცხადება და დავსვით კითხვა, საიდან ფინანსდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ნარკოტიკების პროპაგანდის ხარჯზე. ეს კითხვები ღიად იყო დასმული. „ხალხის ძალამაშინ არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ მაშინაცმეტი სიმართლისპრინციპით ვმოქმედებდით. მიმდინარეობდა აქტიური, ღია პროპაგანდა ნარკოტიკების მოხმარების სასარგებლოდ. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოდიოდნენ (მათ შორის, მაშინდელი პარლამენტარებიც) და აფიქსირებდნენ, რომ დიახ, გაუსინჯავთ ნარკოტიკი, რაშიც ჟურნალისტებიც ხელს უწყობდნენ, როდესაც უსვამდნენ კითხვას, გაუსინჯავთ თუ არა მარიხუანა. ხშირად იყო ისეთიგულწრფელობაც“, რომ როდესაც მოიხმარა მარიხუანა, ამ ადამიანმა დაიცვა დისერტაცია, ან უკეთესად დაწერა მუსიკალური ნაწარმოები, ლექსი, პოემა და .. როდესაც ღამის კლუბებში, სადაც ნარკოტიკების მოხმარება მაშინაც აქტიური იყო და ახლაც ასეა, სამართალდამცავები შევიდნენ იმ მიზნით, რომ იქიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოეღოთ, ძალიან სწრაფად მოხდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზაცია, განხორციელდა პოლიციელების ბულინგი და ქუჩის აქციებიც კი დაორგანიზდა. მარიხუანა კულინარიულ ინგრედიენტადაც კი იყო წარმოჩენილი და მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში ითქვა, რომ თურმე წარსულში ხაჭაპურს და კუბდარს მარიხუანას გარეშე არ აკეთებდნენ და ის უფრო ბევრად გემრიელი იყო. გახსოვთ ალბათბახალასსაქმე, როდესაც 45 აბისუბოტექსითდააკავეს ეს ადამიანი და ამაზე წავიდა აქტიური პროპაგანდა, რომ თურმე სხვა ქვეყნებშისუბოტექსითერაპიაში გამოიყენება და აქ რატომ უნდა იყოს დასჯადი მისი მოხმარება. სინამდვილეში 45 აბი არის ძალიან დიდი ოდენობა. შესაძლოა, ერთ აბი დასალევად არ იყოს თრობის იმ ხარისხის გამომწვევი, რაც თავად მომხმარებლისთვის არის სახიფათო, მაგრამ როგორ წესი პრაქტიკა აჩვენებს, რომსუბოტექსსმოიხმარენ ინიექციურად და მისი ერთი აბი გამოიყენება 8-10 კარგად გამოცდილი ნარკომომხმარებლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რამდენია 45 აბი და ქუჩის აქციების მოწყობა იმის მოთხოვნით, რომ ამაზე ადამიანი არ უნდა დაიჭირო, სრულიად გაუგონარი რამ არის. მესმის, რომ უნდა გავმიჯნოთ და დოზირება უნდა იყოს წყალგამყოფი იმისთვის, რაზე უნდა დავიჭიროთ და რაზე - არა, მაგრამ მაშინ ნარკოპოლიტიკა დაიყვანეს იქამდე, რომ საერთოდ არ უნდა დავიჭიროთ. მაშინ ამხელა პაკეტი რისთვის იყო საჭირო? კანონში პირდაპირ ჩაგვეწერა, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, ან რაღაც ოდენობაზე უნდა დავიჭიროთ. ეს არის მრავალსეგმენტური კანონპროექტი და აქ ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და არა მხოლოდ ის - დავიჭიროთ, თუ არ დავიჭიროთ. აღსანიშნავია, რომ შემოტანილი იქნა ტერმინი - მსუბუქი ნარკოტიკი. მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი. ნარკოტიკი ყველა არის მკვლელი და სახიფათო. მინდა გავიხსენო ისიც, რომ ასეთმა ტერმინებმა და მაღალი ტრიბუნებიდან გაჟღერებულმა ასეთმა პროპაგანდისტულმა მიდგომებმა ახალგაზრდებში გააჩინა ინტერესი და ასევე, მოხსნა შიში, როგორ შეიძლება მსუბუქმა ნარკოტიკმა მძიმე შედეგი მოიტანოს. ამის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდათა უდიდესი ნაწილი იყო ნარკოტიკის პირველად მომხმარებელი და ისინი არ იყვნენგამოცდილი ნარკომანები“. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილესთან ერთად გონიერებაც არის საჭირო," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.