ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინასთან 30 დღიანი დროებითი ზავის პირობები წაუყენა

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინასთან 30 დღიანი დროებითი ზავის პირობები წაუყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკრაინასთან 30 დღიანი დროებითი ზავის პირობები წაუყენა. ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„რუსეთის მხრიდან აღნიშნულია რიგი არსებითი მომენტები, რომლებიც შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფას საომარი მოქმედების მთელს ხაზზე, იძულებითი მობილიზაციის შეჩერების აუცილებლობას უკრაინაში და უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებას ეხება. აღნიშნულია ასევე სერიოზული რისკები, რომლებიც კიევის რეჟიმის მოლაპარაკებების წარმართვის უუნარობას ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყურადღება ასევე გამახვილდა „ბარბაროსული ტერორისტული სახის დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკის ოლქის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფლიქტის ესკალაციის არ დაშვების მთავარ პირობად და მისი პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით გადასაჭრელად საჭიროა უცხოური სამხედრო დახმარების მთლიანი შეწყვეტა და ასევე სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერება კიევისთვის.

„დონალდ ტრამპის ბოლო მომართვასთან დაკავშირებით კურსკის ოლქში ალყაში მოქცეული უკრაინელი მებრძოლებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზადაა იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული ხასიათის მოსაზრებებით და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტყვედ ჩაბარდებიან, ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას იძლევა, რუსული კანონებისა და საერთაშორისო უფლებების ნორმების მიხედვით“, - აღნიშნულია განცხადებაში.