გიორგი ვოლსკი: ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებები, ზოგადად, არიან კონკრეტულ შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ და მათ ამასთან დაკავშირებით გარკვეული მიზნები ამოძრავებთ

გიორგი ვოლსკი: ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებები, ზოგადად, არიან კონკრეტულ შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ და მათ ამასთან დაკავშირებით გარკვეული მიზნები ამოძრავებთ

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებები, ზოგადად არიან კონკრეტულ შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ და მათ გარკვეული მიზნები ამოძრავებთ ამასთან დაკავშირებით,-განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათ ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით პასუხი არ აქვთ.

„ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებები, ზოგადად არიან კონკრეტულ შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ და მათ გარკვეული მიზნები ამოძრავებთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენზე მეტს და უფრო ინტენსიურად ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან, უფრო მეტი ექსპორტიც აქვთ და საერთოდ არანაირ თემაზე არ აქვთ პასუხი, როდესაც ორმაგ სტანდარტს ეხება საქმე“,- აღნიშნა ვოლსკიმ