შევიმუშავეთ პაკეტი, რომელიც ამკაცრებს კონკრეტულ მიდგომებს და საზოგადოებას უფრო დაცულს ხდის, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას.
„განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა იყოს გატარებული პოლიტიკა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ეწევიან. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისი მხრიდანაც დამოკიდებულება არის საკმაოდ მაღალი და სახელმწიფომ დამატებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
პარლამენტში დღეს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი სასესიო მოსმენით განიხილავენ.