ამერიკული გამოცემა SEMAFOR: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების ფარგლებში

ამერიკული გამოცემა SEMAFOR: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების ფარგლებში

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა SEMAFOR-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ასევე განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მოუწოდოს გაეროს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს.

„ასეთი მოთხოვნა ტრამპის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინის პოზიციასთან დააკავშირებდა, რომელიც დიდი ხანია ყირიმს თავისი ქვეყნის ტერიტორიად მიიჩნევს“, - წერს გამოცემა.

აღნიშნულია, რომ ეს შესაძლებლობა ცნობილი გახდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის მომზადების ფონზე, რომელიც სამშაბათისთვის არის დაგეგმილი.