გურამ მაჭარაშვილი: ახლაც თანახმა ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი. შესაბამისად, მიიღებენ იმაზე უარეს შედეგს, რაც მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში

გურამ მაჭარაშვილი: ახლაც თანახმა ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი. შესაბამისად, მიიღებენ იმაზე უარეს შედეგს, რაც მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში

ახლაც თანახმა ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი. შესაბამისად, მიიღებენ იმაზე უარეს შედეგს, რაც მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში, - „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ რადიკალური ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ძალიან კარგად იცოდა ყველამ, რომ სალომე ზურაბიშვილი არა თუ პრეზიდენტად, სოფლის გამგებელიც ვერ გახდებოდა, იმიტომ რომ საერთოდ რესურსი არ გააჩნია ქართულ საზოგადოებაში და მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი ჩააბარა ქართულმა საზოგადოებამ. ამის შემდეგ ის ნეგატივიც კი გამოავლინა, რაც მანამდე ჰქონდა დაფარული. შესაბამისად, ამიტომ ვამბობდით, რომ „ფერი-ფერსა - მადლი ღმერთსა!“ - აი, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობისთვის“. „ლგბტ“ ქოლგის ქვეშ გაიერთიანა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო.

ახლაც თანახმა ვართ და კიდევ ვაცხადებ, რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რომლის დღეები და თვეები პოლიტიკურად დათვლილია - დარწმუნებული ვარ, ლიდერი და შესაბამისად, მიიღებენ იმაზე უარესს, რაც მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.