ლევან მაჭავარიანი აშშ-ს ელჩის და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე: კარგია, რომ ამერიკის ელჩმა მისცა მაგალითი დანარჩენი ქვეყნების ელჩებს თუ რა წარმოადგენს რეალურად ელჩის ფუნქცია - მოვალეობას. იმედია სხვა ელჩები ამას გაითვალისწინებენ

ლევან მაჭავარიანი აშშ-ს ელჩის და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე: კარგია, რომ ამერიკის ელჩმა მისცა მაგალითი დანარჩენი ქვეყნების ელჩებს თუ რა წარმოადგენს რეალურად ელჩის ფუნქცია - მოვალეობას. იმედია სხვა ელჩები ამას გაითვალისწინებენ

მზად ვართ სრულიად ახალი გზამკვლევითაც კი დავიწყოთ ურთიერთობა. უბრალოდ რეალური პარტნიორობა გვინდა და არა მხოლოდ ფარატინა ფურცელზე დაწერილი. იგივე ტიპის პარტნიორობა მაგალითად, როგორიც გვაქვს ჩინეთთან, რომელიც გაფორმდა თუ არა მაშინვე უვიზო მიმოსვლა დაიწყო, პირდაპირი ფრენები დაიწყო, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა და ასე შემდეგ - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ რობინ დანიგანს მიბაძავენ სხვა ქვეყნების ელჩები და შეასრულებენ მათ დიპლომატიურ მოვალეობებს.

„ქალბატონ ელჩთან შეხვედრაში გასაკვირი არაფერი არ არის, ვინაიდან ეს ელჩის მოვალეობაა. ძალიან კარგი იქნება თუ სხვა ელჩებიც მიბაძავენ ქალბატონ ამერიკის ელჩს და თავიანთ მოვალეობას შეასრულებენ. შეგნებულად არ ჩამოთვლი ქვეყნებს, ჩვენზე კარგად მაყურებელს მოეხსენება იმ ელჩების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებად არიან მოვლენილები. სამწუხაროდ, მათ დღის წესრიგს მხოლოდ ეს წარმოადგენს ნაცვლად იმისა, რომ საქმე აკეთონ, რომელიც მათ ევალებათ და რომელიც მათი კომპეტენციის ფარგლებშია.

სხვათა შორის, ზუსტად იმ ელჩების ძალიან დიდი დანაშაულია იმაში, რაც ვითარდება ჩვენ ქვეყანაში. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ ნამდვილად დავამარცხებთ, როგორც დავპირდით საზოგადოებას და უკვე გრძნობს საზოგადოება რა ნაბიჯები გვაქვს ამისთვის გადადგმული, რას ვაპირებთ და როგორ ვმოქმედებთ. ვინაიდან დიპლომატიური კორპუსის ნეგატიური კომენტარები ჩვენ ვერ მოვისმინეთ ისეთ ქმედებაზე, რომელიც ნამდვილად იყო დასაგმობი და ჩასაფრებულები არიან, რომ მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გააკეთონ რაიმე ტიპის კომენტარი. მაგალითად, როდესაც ევროპის ფულით დაფინანსებული „ენჯეოს“ თანამშრომლები აქვეყნებდნენ ისეთ პოსტებს და ისეთ კამპანიას ეწეოდნენ, იქ დაწყებული ლაზარეს მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზირებით, „84 ტყვია კეფაში“, „მოვკლათ ქოცები“, „ჩავუფურთხოთ ქოცებს“. სალომე ზურაბიშვილის ამაზრზენი განცხადება, რომ შევიტანოთ პოლიტიკა სკოლებში და არასრულწლოვანები ჩავრთოთ აქციებში. ბატონი ვაშაძის ყოვლად ამაზრზენი, არაკაცური, ამორალური განცხადება ბავშვებს, რომ მოუწოდა პირდაპირ ეთერში, რომ თქვენი მშობლები თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან გამარჯობა არ უთხრათო. ამ შემთხვევაში ელჩები დუმან ხოლმე და მხოლოდ როდესაც რადიკალური ოპოზიციის ნარატივი არის უფრო ფართოდ გასაშლელი, ამ შემთხვევაში ერევიან ხოლმე. ძალიან კარგია, რომ ამერიკის ელჩმა მისცა მაგალითი დანარჩენი ქვეყნების ელჩებს თუ რა წარმოადგენს რეალურად ელჩის ფუნქცია - მოვალეობას და დატვირთვას და იმედია სხვა ელჩები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.