ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომელში ფონდების დაყადაღების დეტალები არის განმარტებული.
“მეგობრებო, ამ ადამიანის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაგვაყადაღეს. (ოფიციალურად) თორემ სინამდვილეში მიზეზი ყველამ ვიცით - ვატო შაქარიშვილი.
მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩვენთვის მოწერილი გაქვთ შვილების მძიმე დიაგნოზზე, შეწყვეტილი სტატუსის აღდგენაზე, ჩაჭრილ ელექტროენერგიაზე, ნისიებზე, ყველამ უნდა მიწეროთ, აი, ამ *****-ს, რადგან დღეიდან რომ ვეღარ დაგეხმარებით, ამ რუსეთის მონის დამსახურებაა.
თურქეთის კლინიკიდან რომ ბავშვი მყავდა რეანიმობილით გადმოსაყვანი, მათ ოჯახს განსაკუთრებით ვთხოვ. არ გთაგავთ, ამოიცნობთ თქვენა თავს,“ - წერს ჟორჟოლიანი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაყადაღდა საქართველოში მოქმედი რამდენიმე ფონდი. მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ნიკა გილაურის და სხვა.
პროკურატურამ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, “გამოძიებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები, - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“; აღსანიშნავია, რომ მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, დახარჯული აქვთ 2.000.000 ლარზე მეტი“.