როგორც წესი, მედიის მიზანი არის არა ინფორმირებული მოქალაქე და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის, არამედ გარე დავალებების შესრულება, რაც ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობთ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს მედია გარემოს საქართველოში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „მედიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს მიუკერძოებელი და არ ასრულებდეს გარე დამფინანსებლებისგან მიღებულ დავალებებს.
„მნიშვნელოვანია, რომ მედიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისათვის გარანტიები იქნას მიღებული, რომელიც ერთის მხრივ მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს და სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, დააზღვევს გარე დაფინანსებისაგან. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, მედიის მიზანი არის არა ინფორმირებული მოქალაქე და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის, არამედ გარე დავალებების შესრულება, რაც ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობთ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს მედია გარემოს საქართველოში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.