ჩვენ კვლავ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას, დაცვასა და პატივისცემას ჩვენი პოლიციელებისთვის, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„მათ უნდა მიიღონ იგი. მათ ისეთი მძიმე და სახიფათო სამუშაო აქვთ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ეს [სამუშაო] ნაკლებად სახიფათო გავხადოთ. პრობლემა ის არის, რომ ცუდი ბიჭები არ სცემენ პატივს კანონს, მაგრამ [უკვე] იწყებენ მის პატივისცემას და მალე პატივს სცემენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„მე უკვე მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მოითხოვს სავალდებულო სიკვდილით დასჯას ყველასთვის, ვინც მოკლავს პოლიციელს და დღეს საღამოს მე ვთხოვ კონგრესს, რომ ეს პოლიტიკა მუდმივ კანონად გადაიქცეს“, - დასძინა მან.