ტრამპი: ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის

ტრამპი: ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის

ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს [გრენლანდიელების] უფლებას, განსაზღვროთ თქვენი მომავალი და თუ თქვენ აირჩევთ, მოგესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, და ჩვენ ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მივიღოთ [გრენლანდია], მაგრამ ეს ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ მას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.