ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო და შიდა საუბნო გზები გაწმენდილია

ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო და შიდა საუბნო გზები გაწმენდილია

ონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.

ამ დროისთვის გაწმენდილია მუნიციპალიტეტის საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, მიმდინარე სამუშაოები გრძელდება ბარი-მრავალძალის, შქმერის და გომის მიმართულებით.

გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, თოვლწმენდის სამუშაოები გაგრძელდება ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალურ გზებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე.

ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.