სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება შესაბამისი კომისიები, რომლებიც აღწერენ ზარალს და შემდეგ გადაწყდება როგორც კომპენსაციის, ისე ანაზღაურების საკითხები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „დღის ქრონიკის" ეთერში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, ზარალის დათვლაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს და პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
„ამ ეტაპზე ზარალის დათვლაზე საუბარი შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება შესაბამისი კომისიები, რომლებიც აღწერენ ზარალს და შემდეგ გადაწყდება კომპენსაციის, ზარალის ანაზღაურებისა და ინფრასტრუქტურული საკითხები,"- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.