დავით ჩიხელიძე: EBRD-მა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%- მდე გაზარდა, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა - ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

დავით ჩიხელიძე: EBRD-მა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%- მდე გაზარდა, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა - ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით ორი პოზიტიური სიახლე აქვს - EBRD-მა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-%მდე გაზარდა (მანამდე არსებული პროგნოზი 4,6% იყო),  იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. 

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავის თავში მშვიდობის პოლიტიკას და სწორ ეკონომიკურ გათვლებს მოიცავს. 

„საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით ორი პოზიტიური სიახლე აქვს, 
 EBRD-მა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-%მდე გაზარდა (მანამდე არსებული პროგნოზი 4,6% იყო) იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა ვფიქრობ, კითხვაზე, რატომ მშვიდობა პასუხი გაცემულია, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავის თავში მშვიდობის პოლიტიკას და სწორ ეკონომიკურ გათვლებს მოიცავს. იბიარდის პროგნოზით საქართველოს რეგიონის ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდასთან შედარებით თითქმის 2-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება! ხოლო ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 2.3-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა. მრავლისმთქმელი ციფრებია და ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღეს, რომელმაც გამოწვევების მიუხედავად რეგიონში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა! 

რა თქმა უნდა აქციები ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს, ყოველი გამართული აქცია ეკონომიკისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალს ნიშნავს, აქციების და მსოფლიოში არსებული არასტაბილური გარემოს გათვალისწინებით, საქართველოს შედეგი კიდევ უფრო დასაფასებელი და შთამბეჭდავია! იანვრის თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 11%-ს გადააჭარბა, რაც რეგიონის ქვეყნებისთვის წლებია მიუღწეველ შედეგად რჩება, 2025 წლის იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 14.7%-ით, ექსპორტი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, რომლის მოცულობამაც 404 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - წერს დავით ჩიხელიძე.