გიორგი ვოლსკი: სერიოზული მუშაობა, ომი მიმდინარეობს იმისთვის, რომ როგორმე „დაითრიონ“ საქართველო და აქ ჰყავდეთ ის ხელისუფლება, რომელიც „დიფ სთეითს“ აწყობს

გიორგი ვოლსკი: სერიოზული მუშაობა, ომი მიმდინარეობს იმისთვის, რომ როგორმე „დაითრიონ“ საქართველო და აქ ჰყავდეთ ის ხელისუფლება, რომელიც „დიფ სთეითს“ აწყობს

ბოლო პერიოდის ისტორია გვასწავლის, რომ ბოროტი განზრახვებით არის სავსე ასეთი პროგრამები, რომ როგორმე მოხდეს ისეთი პროცესების განვითარება, რომელიც საქართველოსთვის იქნება დამღუპველი, რომ როგორმე სისხლი დაიღვაროს და ამას ღიად ამბობენ, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირმა მილიონ ხუთასი ათას ევროზე მეტი გამოყო პროგრამისთვის - „რეაგირება საქართველოსთვის“.

„რასაკვირველია, ეს თანხაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ მიმართულებით იქნება დახარჯული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო ასპარეზზე, პოლიტიკურ დაფაზე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს და საქართველოც ამ დაპირისპირების, ფრონტის ერთ-ერთი სეგმენტია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, ომი იმისათვის, როგორმე „დაითრიონ“ საქართველო და აქ ჰყავდეთ ის ხელისუფლება, რომელიც აწყობს „დიფ სთეითს“, - აცხადებს ვოლსკი.

რეაგირება საქართველოსთვის - ასე ჰქვია პროგრამას, რომლისთვისაც ევროკავშირმა მილიონ ხუთასი ათას ევროზე მეტი გამოყო. ოფიციალური განმარტების მიხედვით, პროგრამის მიზანია გააძლიეროს კავშირები სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის და მოამზადოს ისინი ხელისუფლებასთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ თანხა საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსებას მოხმარდება.