გავრცელებული ინფორმაციით, თუ ხელისუფლება ევროკავშირიდან გზავნილებს დაბლოკავს, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს თანხები შესაძლოა სომხეთში განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან მიაწოდონ

გავრცელებული ინფორმაციით, თუ ხელისუფლება ევროკავშირიდან გზავნილებს დაბლოკავს, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს თანხები შესაძლოა სომხეთში განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან მიაწოდონ

ჟურნალისტ მარიო ნავალთან რობერტ ფიცოს მიერ მიცემულ ინტერვიუს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ USAID-ის მიერ რადიკალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ საპროტესტო აქციების დაფინანსებას ევროკავშირი აპირებს.

ექსპერტის თქმითვე, თუ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ საპროტესტო აქციებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ბლოკირებას მოახდენს, მაშინ შესაძლოა, რომ სომხეთში განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან „ქეშის“ სახით მოხდეს აქციების დაფინანსება.

„აი რას ფიქრობს ადეკვატური, ნორმალური ევროპა საქართველოზე და აქ მიმდინარე მოვლენებზე. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩნდება მორიგი შემაშფოთებელი ინფორმაცია: USAID-ის ხაზით ფულადი კალაპოტების გადაკეტვის გამო, საქართველოში საპროტესტო აქციების მატერიალურ წახალისებას სწორედ ევროკავშირი აპირებს. 

ურსულა ფონ დერ "ბაიდენის" ბრიუსელი თითქოსდა ერთ მომიტინგეზე დღიურად 120 ევროს გამოყოფას აპირებს. ჩვენი "მესამე სექტორის" ექსკლუზიური ბუღალტერიის გათვალისწინებით, ადვილად დასაშლელია ეს თანხა როგორც მინიმუმ სამ დაინტერესებულ მხარეზე. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება ამ ფულადი გზავნილების ბლოკირებას მოახდენს, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს საჭირო თანხები "ქეშად", შესაძლოა სომხეთში განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან მიაწოდონ.

ამ, რა თქმა უნდა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის ფონზე, განსაკუთრებით დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ სლოვაკეთის თუ უნგრეთის ლიდერების სახით, საქართველოს ნამდვილი მეგობრები ჰყავს ევროპის სივრცეში. ამაში მარიო ნავალთან (ილონ მასკის საინფორმაციო წყარო) რობერტ ფიცოს მიერ მიცემული ინტერვიუ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.