მამუკა მდინარაძე გერმანიის ელჩის განცხადებაზე: ესეც ცალსახა მოკლემეტრაჟიანი და მოკლეფეხებიანი ტყუილია

მამუკა მდინარაძე გერმანიის ელჩის განცხადებაზე: ესეც ცალსახა მოკლემეტრაჟიანი და მოკლეფეხებიანი ტყუილია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმიანება გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს სპეკულაცია და ტყუილია.

„ესეც სპეკულაცია და ტყუილი იყო. ისეთი მოცემულობა იყო, რომ წინადადება დაიწერა სპეციალურად ისე, რომ ვიღაცას ჰგონებოდა, თითქოს ეს ეხება კონკრეტულ რაღაც საგანმანათლებლო პროგრამებს. ესეც კი შეიძლება არ იყოს პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს შესწევს ძალა დააფინანსოს ასეთი რამ თუ მოხდება, ასეთი შეწყვეტა, მაგრამ არ მომხდარა, თუმცა „აღშფოთება“, რა თქმა უნდა, სექტორის წარმომადგენლების თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების ვნახეთ, რომ, აი, რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება. ესეც ცალსახა მოკლემეტრაჟიანი და მოკლეფეხებიანი ტყუილია და საერთო შეფასება „ნაცობა“ ასოცირდება ტყუილთან“, - განაცხადა მდინარაძემ.

პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ გერმანიის განათლების სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში.