თქვენ ნახეთ, რომ მხოლოდ USAID-ის ეგიდით ბოლო პერიოდში დახარჯული იყო 41.7 მილიონი ამერიკული დოლარი, საიდანაც 15 მილიონი დოლარი დახარჯული იყო ახალგაზრდული მიმართულებით. მოგიწოდებთ მოიკითხოთ, რეალურად რამდენი დაიხარჯა კარგი საქმისთვის, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ევრობიუროკრატების ხელშეწყობით, საქართველოში რევოლუციური მიზნებისთვის დიდი ოდენობით თანხები იხარჯება.
„1 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას ე.წ.კარგი მიმართულებით ალბათ ვერ დაადასტურებენ, დანარჩენი მთლიანად მოხმარებული იქნება რევოლუციური მიზნების აღსრულების მცდელობაზე. ეს არის საქმე, რომელიც არის საქართველოს წინააღმდეგ და ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა იმაში, რომ თქვენი კოლეგა ჟურნალისტები ასეთ შეკითხვებს სვამდნენ, თქვენი თაობის ადამიანები ამბობდნენ - არა რუსულ კანონს და ეს გრძელდებოდეს თვეების განმავლობაში. კატასტროფულად მკაცრი კანონის მიღება რომ დავაანონსეთ ახლა, ამაზე ხმას არ იღებენ და გაცილებით მსუბუქი კანონის მიღებაზე ჩამოაქციეს ორი წლის განმავლობაში საქართველო. რაშია საქმე - კითხვა არ უჩნდებათ? რატომ ხდება ახლა დღეს რომ გაცილებით მკაცრ კანონზე ვერ იღებენ ხმას? იმიტომ რომ თავის დროზე იტყუებოდნენ. დღესაც ევრობიუროკრატების ხელშეწყობით იხარჯება ისეთი თანხები, რომელიც დაარწმუნებს ადამიანს რომ ამერიკულ კანონზე იძახოს - არა რუსულ კანონს.
სამწუხაროდ, პაველ ჰერჩინსკი დღესაც იმყოფება იმ გავლენების ქვეშ და მოქმედებს იმ მიმართულებით, რასაც „დიფ სთეითის“ დავალებები ჰქვია და სამწუხარო რეალობა ეს არის. სხვათა შორის ნამდვილად არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ იქ მუშაობს და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი მისი ხელმძღვანელები ასეთ მითითებებს იძლევიან და ბუნებრივია, ის კაციც ასრულებს ამ მითითებს“, - განაცხადა მდინარაძემ.