ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო 

ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო 

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურიის რეგიონში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო.

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შექმნილ საკოორდინაციო შტაბის სხდომას, ასევე, ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ჩატარებული სამუშაოები განიხილეს და შემდგომი ღონისძიებები განსაზღვრეს.

ვახტანგ გომელაური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად სტიქიის ზონაში, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბშიც იმყოფებოდა და ადგილზე არსებული დეტალური ინფორმაცია შტაბის წევრებისგან მოისმინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები შესაბამის უწყებების წარმომადგენლებთან ერთად დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.