შალვა პაპუაშვილი მისი კომენტარის დამახინჯებულად გავრცელებაზე: ეს არის ზუსტად მანიპულაციის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი, როდესაც ხდება კონტექსტიდან ამოგლეჯა ნახევარწამიანი ოთხი თუ ხუთი სიტყვის

შალვა პაპუაშვილი მისი კომენტარის დამახინჯებულად გავრცელებაზე: ეს არის ზუსტად მანიპულაციის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი, როდესაც ხდება კონტექსტიდან ამოგლეჯა ნახევარწამიანი ოთხი თუ ხუთი სიტყვის

ეს არის ზუსტად მანიპულაციის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი, როდესაც ხდება კონტექსტიდან ამოგლეჯა ნახევარწამიანი ოთხი თუ ხუთი სიტყვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტიქიაზე მისი კომენტარის დამახინჯებულად გავრცელებას.

„ეს იყო მანიპულაცია, რადგან იყო არასრული კომენტარი. როდესაც ვრცელი კომენტარი მქონდა მთლიანად სტიქიასთან და მის სიმძიმესთან დაკავშირებით და ამ დროს ხდება კონტექსტიდან ამოგლეჯა რაღაც სიტყვების, ეს არის მანიპულაცია, რომლის მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მისი გაღიზიანება.

ასეთ ექსტრაორდინარულ სიტუაციაში „ფეიკ ნიუსი“ არის გამოწვევა უსაფრთხოებისთვისაც. იქნება ეს სტიქიური უბედურება, თუ სხვა საგანგებო მდგომარეობები. პრობლემა არის შედეგში, ნაცვლად თვითრეგულირებისა ის მედია, ვინც ავრცელებს „ფეიკ ნიუსს“, კეტავს კომენტარს და იმის საშუალებასაც არ აძლევს სხვებს, რომ მის გვერდზევე ამხილოს მანიპულაცია, დეზინფორმაცია, თუ კონტექსტიდან ამოგლეჯა ამა თუ იმ საკითხის.

ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციებში ყველა წამი, როდესაც დეზინფორმაცია არსებობს და მიდის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ყოველი ეს წამი აზიანებს ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას. ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს სტანდარტები, თუმცა არ მუშაობს, მიშვებულია თვითრეგულაციაზე, ამიტომ ერთადერთი რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ სტანდარტები სწორია, ხომ უნდა იმუშაოს. ზუსტად ეს არის ბრიტანული მოდელი, რომ ამუშავდეს და არსებობდეს ეფექტიანი მექანიზმი მისი ამოქმედებისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის მიერ სტიქიაზე გაკეთებული კომენტარი დამახინჯებულად გუშინ გავრცელდა.