საავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს.

ზვავი აღნიშნულ მონაკვეთზე ღამით ჩამოწვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა.