უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ამ შემთხვევაშიც, ნებისმიერი აქტორი უნდა შეეცადოს იმას, რომ რაც შეიძლება მალე, ეს ძალიან დიდი ტრაგედია უკრაინის ტერიტორიაზე დასრულდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია და ქალაქები პირისაგან მიწისა აღგვილია.
„ეს არის უდიდესი ტრაგედია, მილიონობით ადამიანი დევნილობაშია. მათ დაკარგეს საკუთარი სახლ-კარი, დაკარგეს ოჯახის წევრები და ცხადია, ამ ყველაფრის რეკონსტრუქციას ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ, ამ გადმოსახედიდან, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ამ შემთხვევაშიც, ნებისმიერი აქტორი უნდა შეეცადოს იმას, რომ რაც შეიძლება მალე, ეს ძალიან დიდი ტრაგედია უკრაინის ტერიტორიაზე დასრულდეს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.