თორნიკე ჭეიშვილი: საქართველო ტრადიციულად დაკავებულია მშვიდობის ადვოკატირებით. ვფიქრობთ, უალტერნატივოა ის რეზოლუცია და ნაბიჯები, რომელიც იდგმება. საქართველო უერთდება მსგავსი ინიციატივების სულისკვეთებას

თორნიკე ჭეიშვილი: საქართველო ტრადიციულად დაკავებულია მშვიდობის ადვოკატირებით. ვფიქრობთ, უალტერნატივოა ის რეზოლუცია და ნაბიჯები, რომელიც იდგმება. საქართველო უერთდება მსგავსი ინიციატივების სულისკვეთებას

ჩვენ შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, საქართველო ტრადიციულად დაკავებულია მშვიდობის ადვოკატირებით. ეს პირდაპირ დასტურდებოდა წლების წინ, მათ შორის 3 წლის წინაც, როდესაც უკრაინაში ომი იწყებოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, საქართველო-აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციაზე „გზა მშვიდობისკენ“ საუბრისას.

ჭეიშვილმა გაიხსენა პარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც იგი აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი თავიდან უნდა ყოფილიყო აცილებული. მისივე თქმით, აღნიშნული ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა და აქამდე გამოყენებული რესურსები, ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მშვიდობას დაესადგურებინა.

„აშშ-ის სახით ავანსცენაზე შემოდის ახალი აქტორი, რასაკვირველია, მე ვგულისხმობ პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას და განგრძობადი მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ თუ გავისიგრძეგანებთ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, უალტერნატივოა ის რეზოლუცია და ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება. რასაკვირველია, საქართველო უერთდება მსგავსი ინიციატივების სულისკვეთებას“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

საქართველო აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის „გზა მშვიდობისკენ“ თანასპონსორია. რეზოლუციის მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა. აშშ-მა რეზოლუცია 21 თებერვალს წარადგინა. ამ ეტაპზე გაეროს წვერი ქვეყნების მხრიდან მიმდინარეობს მსჯელობა რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.