ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.
კერძოდ, გერმანული მაუწყებლის ARD-ის ინფორმაციით შედეგები ასეთია:
"ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი" (CDU - CSU) - 29%;
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - 19.5%;
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) - 16%;
„მწვანეები“ - 13.5%;;
„Die Linke“ - 8.5%
FDP - 4.9%;
BSW - 4.7% ;
ცნობილია კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგები:
"ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი" (CDU - CSU) - 28.5%;
ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - 20%;
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) - 16.5%;
„მწვანეები“ - 12%;
„Die Linke“ - 9%;
FDP - 5%;
BSW - 5%;
შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.