ირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან

ირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია გადაცემაში „იმედის კვირა“ ქართულ ოპოზიციაზე და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს. კირცხალია საცოდავ სანახავს უწოდებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩასულ ოპოზიციონერებს.

„ჩვენ ვნახეთ თუ როგორი საცოდავი სანახავი იყო ეთნიკურად ქართველები, ქართულ ოპოზიციად წოდებული, მაგრამ რეალურად საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგი სადღაც ბუჩქებთან. ნამდვილად საცოდავი სანახავი იყო ეს მათი რაღაც მცდელობა და ასევე მათი რაღაც ცრუ აღქმების შექმნა, იმ ცრუ ნარატივების შექმნა და გატარება. ახლა ვხედავთ უკვე, ნახევრად ხუმრობით, ორ სიტყვიან ანეკდოტს, „ტრამპი არს პრორუსი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიამ ქართულ ოპოზიციაში არსებულ უცხოურ გავლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი პატრონები წინა საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარედან უმართავდნენ.

„ჩვენ რამდენი ხანი ვამხელდით აქაურ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, რეალურად იმ აგენტურულ ქსელს, რომელზეც ის „დიფ სთეითის“ დანაყოფები, ევროპაში იქნებოდა ეს, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნებოდა. ესენი ხომ უბრალოდ გამტარები არიან ქვეყანაში და საზოგადოებისთვის არახალია იმიტომ, რომ მარტო არჩევნებზე, წინა საარჩევნო პერიოდში, უბრალოდ კამპანია ვერ ჩაატარეს. მათივე პატრონები, უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლები, ქვეყნის გარედან უმართავდნენ ჩვენთან, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას“, - აღნიშნა კირცხალიამ.