შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება „ფარას“ ამერიკულ კანონს, ის დაინიცირებულია, ჩვენ მომავალ კვირას დავიწყებთ პროექტის განხილვას. ყველა ნახავს, ეს არის ზუსტი თარგმანი

შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება „ფარას“ ამერიკულ კანონს, ის დაინიცირებულია, ჩვენ მომავალ კვირას დავიწყებთ პროექტის განხილვას. ყველა ნახავს, ეს არის ზუსტი თარგმანი

რაც შეეხება „ფარას“ ამერიკულ კანონს, ის დაინიცირებულია, ჩვენ მომავალ კვირას დავიწყებთ პროექტის განხილვას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ნახავს, რომ ეს არის ზუსტი თარგმანი.

„ვინმეს თუ რამე პრეტენზია ექნება ტექსტის ნებისმიერ სიტყვასთან, მძიმესთან, წერტილთან, ერთი - მიმართონ ამერიკის შეერთებული შტატებს და მეორე, გვითხრან რა არ მოსწონთ ამერიკულ სისტემაში. სიამოვნებით მოვისმენთ, რას უწუნებენ ამერიკულ სისტემას ამ მხრივ. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრმა შიგნით და გარეთ, ამაში ჩართული იყვნენ უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, ელჩები ზოგიერთი, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის ძირი გამოეთხარათ და მის გარშემო შეექმნათ აბსურდული კონსპირაციები, დეზინფორმაცია, ცრუ ნარატივი გაევრცელებინათ, კი ბატონო, აგერ არის ამერიკული კანონი, სიტყვა-სიტყვით, მძიმე-წერტილით იდენტური. რაიმე თუ აქვთ პრეტენზია ამერიკის შეერთებული შტატების სისტემასთან, ესეც მოგვახსენონ მაშინ ჩვენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.