გიორგი ვოლსკი: გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ - შავი ფულის შემოდინება და მისი გამოყენება რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის

გიორგი ვოლსკი: გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ - შავი ფულის შემოდინება და მისი გამოყენება რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის

გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ - შავი ფულის შემოდინება და მისი გამოყენება რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ამერიკული „ფარას“ ზუსტ ანალოგზე, ახალ კანონზე საუბრისას.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, კანონის გამკაცრებაა საჭირო იმრიგად, რომ იგი არ ცდებოდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და სტანდარტებს.

„ჩვენ ვეცადეთ, რომ საკმაოდ რბილი, ლოიალური კანონით ეს აუცილებლობა დაგვენახებინა პარტნიორებისთვის. შევთანხმდით კიდეც. ძირითადი, გრანტის მომცემი ორგანიზაციები ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ - შავი ფულის შემოდინება და მისი გამოყენება რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, კანონის გამკაცრებაა საჭირო იმრიგად, რომ იგი არ ცდებოდეს დემოკრატიულ პრინციპებს, სტანდარტებს, რომელიც დემოკრატიის ციტადელში, აშშ-ში მუშაობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ მოქმედი კანონით, კონკრეტული ორგანიზაციები ფინანსური გაუმჭვირვალობისგან თავის არიდებას ახერხებდნენ, რის გამოც გახდა საჭირო უფრო მკაცრი კანონის მიღება, როგორიცაა ამერიკული „ფარა“. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ახალი კანონი ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი იქნება.