ბატონ ალიზარდის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოში არჩევნების დროს - არავის უჩნდება კითხვა, არჩევნები გაყალბდა, თუ არა

ბატონ ალიზარდის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოში არჩევნების დროს - არავის უჩნდება კითხვა, არჩევნები გაყალბდა, თუ არა

პირდაპირ არ მოუთხოვია, მაგრამ თქვა, იქნებ, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მაგალითად, საქართველოს დელეგაცია არ ჩამოვიდეს შემდეგ სხდომაზეო, რაზეც სხვა დელეგაციებისგან მკაფიო პასუხი მიიღო, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებაზე საუბრისას.

მისი თქმით, უილსონმა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება ეუთოში მუდმივ მოქმედ სხდომაზეც გააკეთა, თუმცა, მოთხოვნაზე, საქართველო მომდევნო სხდომას არ დასწრებოდა, უარი მიიღო.

„პირდაპირ არ მოუთხოვია, მაგრამ თქვა, იქნებ, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მაგალითად, საქართველოს დელეგაცია არ ჩამოვიდეს შემდეგ სხდომაზეო, რაზეც სხვა დელეგაციებისგან მკაფიო პასუხი მიიღო, რომ ეს არ არის ჯო უილსონის გადასაწყვეტი.

ბატონ ალიზარდის, როგორც საქართველოში მისიის ხელმძღვანელს ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ძალიან ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოში არჩევნების დროს და შესაბამისად, არავის უჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თუ არ გაყალბდა. 57 ქვეყნის 300-მდე დელეგატი იყო წარმოდგენილი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ორჯერ გამოვიდა სიტყვით და ორჯერვე მსგავსი სისულელეები ილაპარაკა, იყო ჯო უილსონი“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დასრულდა. ქართულმა მხარემ ქვეყნის ყველა პრიორიტეტზე, არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

Aburjga Tasmanieli ეს ჯო უილსონები და ტერიე ჰელანდები არ გადავდებიან, არა! სისტემა უნდა დამთავრდეს! სისტემა რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ან 1000 ჯურის ვიგინდარას საქართელოს საწინააღმდეგო განცხადებები აკეთოს! შეცდა, გააკეთა განცხადება ... მორჩა , გათავდა, უნდა დაისაჯოს! ყველამ უნდა იცოდეს, მტრული საქციელი,თუნდაც განცხადება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს მხრისაგან ძალიან მკაცრად ისჯება!
7 საათის უკან