ზურაბ ქადაგიძე: „გლობალური ომის პარტიის“ ადგილობრივი აგენტურული ქსელი საზოგადოების თვალში იმდენად დაზიანდა და ნდობის მაჩვენებელი იმდენად დაბალ ნიშნულზე დავიდა, რომ პოლიტიკურ პროცესში, ირაკლი ალასანია ჩართეს

ზურაბ ქადაგიძე: „გლობალური ომის პარტიის“ ადგილობრივი აგენტურული ქსელი საზოგადოების თვალში იმდენად დაზიანდა და ნდობის მაჩვენებელი იმდენად დაბალ ნიშნულზე დავიდა, რომ პოლიტიკურ პროცესში, ირაკლი ალასანია ჩართეს

როგორც ჩანს, ადგილობრივი აგენტების გარე პატრონები ფიქრობენ, რომ გასული ორი წლის მანძილზე პოლიტიკურ პროცესებში ინტენსიურად ჩართული ჯაშუშები სრულიად ლუსტრირებულები არიან, ამიტომაც, გადაწყვიტეს ერთ-ერთი ყველაზეწონიანიაგენტი - ირაკლი ალასანია დაებრუნებინათსცენაზე“, იქნებ, როგორმე მან მოახერხოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ნდობის მოპოვება და საქართველოში უცხოური ინტერესების გატარება! როგორც ჩანს, ჩვენმა უცხოელმადაუძინებელმა მეგობრებმაჯერაც ვერ გაიაზრეს, რომ მათი გეგმის ვერ განხორციელების მიზეზი არა მათ ხელში უბრალო ინსტრუმენტად ქცეული კონკრეტული პერსონები, არამედ ის მიზნები, გათვლები და დამოკიდებულებებია, რომლებიც საქართველოს მიმართ გააჩნიათ!”- წერსხალხის ძალისწევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძე ირაკლი ალასანიას საჯაროდ გამოჩენას დარადიო თავისუფლებასთანმის ინტერვიუს აფასებს და აცხადებს, რომროგორც ჩანს, ირაკლი ალასანიასთვის ბევრად უფრო მისაღებია ის, თუ რა ხდებოდა 2003-12 წლებში”.

უკვე წლებია, დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს უცხოური ინტერესების მორჩილი ადგილობრივიპოლიტიკოსების“, „აქტივისტებისათუსამოქალაქო საზოგადოებასამოფარებული ჯაშუშების ქმედებებს. უკრაინაში ომის დაწყებისა დაგლობალური ომის პარტიისინტერესების შესაბამისად საქართველოშიმეორე ფრონტისგახსნის გეგმის აღსრულების მცდელობების პროცესში, ბუნებრივია, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ჯაშუშები განსაკუთრებით გააქტიურეს და კონკრეტული ქმედებები აიძულეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერ შედგა გადატრიალება, რომელსაც  საქართველოში ომი უნდა მოჰყოლოდა, მთელმა ქვეყანამ დაინახა ადგილობრივი აგენტურის სახე და ის, რომ ეს ადამიანები საქართველოს ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურებიან!

როგორც ჩანს, ადგილობრივი აგენტების გარე პატრონები ფიქრობენ, რომ გასული ორი წლის მანძილზე პოლიტიკურ პროცესებში ინტენსიურად ჩართული ჯაშუშები სრულიად ლუსტრირებულები არიან, ამიტომაც, გადაწყვიტესკარგად დავიწყებული“, უსიტყვოდ მორჩილი და სხვაწვრილფეხობასთანშედარებით, ერთ-ერთი ყველაზეწონიანიაგენტი - ირაკლი ალასანია დაებრუნებინათსცენაზე“, იქნებ, როგორმე მან მოახერხოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ნდობის მოპოვება და საქართველოში უცხოური ინტერესების გატარება! როგორც ჩანს, ჩვენმა უცხოელმადაუძინებელმა მეგობრებმაჯერაც ვერ გაიაზრეს, რომ მათი გეგმის ვერ განხორციელების მიზეზი არა მათ ხელში უბრალო ინსტრუმენტად ქცეული კონკრეტული პერსონები, არამედ ის მიზნები, გათვლები და დამოკიდებულებებია, რომლებიც საქართველოს მიმართ გააჩნიათ! შესაბამისად, ვერ გაიაზრეს, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი ინტერესების განხორციელების რესურსი არ გააჩნიათ და არ აქვს მნიშვნელობა ამას ალასანიას დაავალებენ თუ რომელიმე სხვა აგენტს!

ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებას ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ რამეზე ისაუბრა, მათ შორის, გულის ტკივილით საუბრობდა იმაზე, თუ რა ხდება და რა შედეგი დადგა საქართველოში. სინამდვილეში, განვლილი 12 წლის მანძილზე, გათავისუფლდა ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება, საქართველოში დასრულდა ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო რეალური სუვერენიტეტის მოპოვებასა და შემდეგ მის გამყარებაზე ზრუნვა, ატარებს დამოუკიდებელ, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, რაც მთავარია, რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე ინარჩუნებს 12 წლიან უწყვეტ მშვიდობას და ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალ, სტაბილურ ტემპს! ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ საქართველოს აღარ მართავენ ალასანიას მსგავსი სხვადასხვა უცხოელი აგენტები, რომლებიც წარბშეუხრელად გათელავენ საქართველოს ინტერესს, თუ გარე პატრონმა უბრძანა!

როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიასთვის ბევრად უფრო მისაღებია ის, თუ რა ხდებოდა 2003-12 წლებში. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ცდილობდანაციონალური მოძრაობისხელისუფლებასმიტმასვნოდა“. ამის შემდეგ სცადა, იქნებ გიორგი თარგამაძის მსგავსად  ფსევდო-ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერად დაენიშნათ, ან თარგამაძე ჩაენაცვლებინა და მისი პარტიამთავარ ოპოზიციურ გუნდადქცეულიყო, თუმცა, ვერ გამოუვიდა! მას დაავიწყდა, რომ ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტსა და ერთ-ერთი მთავარ ჯაშუშ სააკაშვილს საკუთარი პარანოიდული შიშები აწუხებდა და მიაჩნდა, რომ მათ გარე პატრონებს, შესაძლოა, სხვა ჯაშუშით ჩაენაცვლებინათ!

ირაკლი ალასანია რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილკალიბრიანი ჯაშუშია, ჯერ კიდევ 10 წლის წინ დადასტურდა, როდესაც ბიუჯეტიდან საკუთარი თანამშრომლების ხელით მილიონობით ლარი მოიპარა! .. „კაბელების საქმეშისაკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტები იკვეთება, რომლებიც ალასანიასა და მისი თანამშრომლების დანაშაულს ადასტურებს, სწორედ ამიტომ, მისმა გარე პატრონებმა საკუთარი აგენტის მდგომარეობა გულთან მიიტანეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ალასანია საპატიმროში არ აღმოჩენილიყო. ის, რომ ამ ხალხმა დანაშაული მართლაც ჩაიდინა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დასტურდება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე არავინ დავობს და თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რაიმე ტიპის დარღვევაზე მიუთითებს, საუბარი მხოლოდ გარკვეულ პროცედურულ გადაცდომებზეა!”-აღნიშნავს ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, “ასევე მითია ის, რომ ალასანია პატრიოტი, ბუნებით დემოკრატი, ლიდერების თვისებების მქონე პოლიტიკოსია, რომელსაც გუნდის შეკვრა შეუძლია. - ის, რომ ალასანია ბუნებით დიქტატორია და გადაწყვეტილებებსაც დესპოტურად იღებდა ყველამ კარგად იცის, ვისაც მაშინდელთავისუფალ დემოკრატებთანმინიმალური შემხებლობა მაინც ჰქონია”.

ქადაგიძე ირაკლი ალასანიას წარსულ მოღვაწეობასაც იხსენებს და ამბობს, რომ მას ამდენი კრახი აღარ აპატიეს. პოლიტიკური პროცესებიდან მისი დისტანცირების მთავარი მიზეზი კი, პირველ რიგში, ის გახდა, რომ გლობალურ ომის პარტიაში საკუთარი პატრონების წინაშე თავი ძალიან შეირცხვინა, როდესაც ბიუჯეტის ფული მოიპარა.

როგორცხალხის ძალისწევრი აღნიშნავს, მას მაღალი მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ირაკლი ალასანია განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდეს.

მეც და საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებსა და მეგობრებს ალასანიასთან კონტაქტი არ აქვთ და არც კი ესალმებიან. - ირაკლი ჩიქოვანი დღეს თავდაცვის მინისტრია, თეა წულუკიანი ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე კი თბილისის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. აღარ განვაგრძობ კონკრეტული პოლიტიკოსების ჩამოთვლას, თუმცა, ირაკლი ალასანიასთან კონტაქტი, მისი გუნდის, ფაქტობრივად, არც ერთ წევრს აღარ აქვს, რადგანაც ამ კაცს არც დემოკრატის, არ ლიდერის და, მითუმეტეს, არც პატრიოტის რაიმე ნიშან-თვისება გააჩნია! მართლაც რთულია მსგავსი პრეცედენტის მოძებნა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ყოფილი თანაგუნდელები და მეგობრები, საკუთარი პარტიის ხელმძღვანელს გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან!

პოლიტიკოსზე ძალიან კარგად მეტყველებს როგორ იქცევა საკუთარ გუნდთან, თუმცა, ალბათ კიდევ უფრო მეტი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ იქცევა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე! - აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ოპოზიციაში გადასულმა ალასანიამ, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს თავადვე დაუსვა სამუდამო წერტილი, როდესაც 2016 წელს, გორში მაჟორიტარობის კანდიდატად დარეგისტრირდა, გარკვეული მხარდაჭერაც მიიღო, მეორე ტურშიც გადავიდა, თუმცა, იმ ხალხს, რომელიც ენდო და პოლიტიკურ ბრძოლაში მის გვერდით დადგა, თავადვე უღალატა და მხოლოდ იმის გამო, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა! საბოლოოდ ალასანიას ამდენი კრახი აღარ აპატიეს, პოლიტიკური პროცესებიდან მისი დისტანცირების მთავარი მიზეზი კი, პირველ რიგში, ის გახდა, რომ გლობალურ ომის პარტიაში საკუთარი პატრონების წინაშე თავი ძალიან შეირცხვინა, როდესაც ბიუჯეტის ფული მოიპარა, ხოლო იმისთვის, რომ არ დაეპატიმრებინათ, პროცესში მათი ჩართვა გახდა საჭირო. პოლიტიკიდან ალასანიას ჩამოცილებას, ქვეყნიდან მისი წასვლა, შემდეგ კითავისუფალი დემოკრატებისდაშლა და, ფაქტობრივად, ამაგენტურული პროექტისჩავარდნა მოჰყვა. ალასანია კი, რომელმაც დირექტივები კარგად ვერ შეასრულა და თავი შეირცხვინა, უმოქმედო აგენტად იქცა!

ის, ფაქტი, რომ დღეს სწორედ ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანი დააბრუნეს საზოგადოებრივ პროცესებში და მისი მეშვეობით ცდილობენ ქართველი ხალხის განწყობებზე გავლენის მოხდენას, ალასანიას პატრონებზე ბევრად მეტს გვეუბნება, ვიდრე თავად ალასანიაზე! „გლობალური ომის პარტიისადგილობრივი აგენტურული ქსელი საზოგადოების თვალში იმდენად დაზიანდა და მათი ნდობის მაჩვენებელი იმდენად დაბალ ნიშნულზე დავიდა, რომ პოლიტიკურ პროცესში, თავის დროზე პოლიტიკიდან მათ მიერვე ჩამოშორებული ირაკლი ალასანია ჩართეს! ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ ადგილობრივი აგენტები თუ მათი პატრონები სრულიად არიან გაკოტრებულები!

ნამდვილად კარგია, რომ ადგილობრივ წვრილფეხობასთან შედარებით ერთ-ერთმაწონიანმაჯაშუშმა, საზოგადოებას თავი თვითონ შეახსენა! პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა და საზოგადოებრივ პროცესებში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ალასანია და რა შეუძლია ავნოს საკუთარ ქვეყანას თუკი პატრონები უბრძანებენ! ამ ფონზე კი, ერთი მხრივ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჯაშუშურ საქმიანობაზე, მეორე მხრივ კი მსგავსი ტიპის პროცესი საქართველოს პარლამენტშიც დაიწყო, შესაბამისად, საკმაოდ მაღალი მოლოდინი მაქვს, რომ ლუსტრირებული აგენტი, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ირაკლი ალასანია განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდეს”.- წერს ქადაგიძე.

Gami რაღაც დიდხანს აღვიძებდნენ ლეთარგიულ ძილში მყოფ აგენტ ალასანიას. კარგა ხანს მთვარეულივით იქნება, მერე ისევ შეძვრება სადმე, მაგალითად ცოლისდის ნიფხავში.
6 საათის უკან
Gami რაღაც დიდხანს აღვიძებდნენ ლეთარგიულ ძილში მყოფ აგენტ ალასანიას. კარგა ხანს მთვარეულივით იქნება, მერე ისევ შეძვრება სადმე, მაგალითად ცოლისდის ნიფხავში.
6 საათის უკან