რობერტ ფიცო ილონ მასკს შეხვდა - მხარეებმა განიხილეს USAID-თან დაკავშირებული საკითხები ილონ მასკი რობერტ ფიცო

რობერტ ფიცო ილონ მასკს შეხვდა - მხარეებმა განიხილეს USAID-თან დაკავშირებული საკითხები ილონ მასკი რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ილონ მასკს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მასკი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) დაკავშირებული საკითხები და შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას გაცვლიან.

ასევე, მოლაპარაკებები შეეხო დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ ახალ ტარიფებსა და გადასახადებს.