ირაკლი კუპრაძე: სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან გაგვიუქმდა და ვინ წაიღო სტრატეგიული მოკავშირეობა ჩვენს რეგიონში? - სომხეთმა. სომხეთმა, რომელიც ჩვენთან შედარებით ჩამორჩენილი, მაჩანჩალა ქვეყანა იყო იმ საგარეო გზაზე რაზეც ვიდექით ჩვენ

სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაგვიუქმდა და ვინ წაიღო სტრატეგიული მოკავშირეობა ჩვენს რეგიონში? - სომხეთმა. სომხეთმა, რომელიც ჩვენთან შედარებით ჩამორჩენილი, მაჩანჩალა ქვეყანა იყო იმ საგარეო გზაზე რაზეც ვიდექით ჩვენ, სომხეთმა გადაგვასწრო - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. 

როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ის რომ სომხეთი გახდა  აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო საქართველომ დაკარგა ეს შესაძლებლობა ეროვნული თავმოყვარეობის და რეგიონალური კონკურენციის საკითხია.

„ეს ხომ მათ შორის ცოტა ეროვნული თავმოყვარეობის,  რეგიონალური კონკურენციის საკითხია. 
სომხეთი გახდა  სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების და ამ დროს ჩვენ დავკარგეთ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

თომა ვინმემ უთხრას ამ პიტალოს როგორ მოახერხეს ჩვენზე ჩამორჩენილმა და მაჩანჩალა ქვეყნებმა მოლაპარაკების გახსნა. სხვისი არ ვიცი, მე ერთ რამეში დავრწმუნდი ლელო განსაკუთრებულად გამოირჩევა გონებაჩლუნგი პარტაქტივით, რიგითი ტოპ ტვინი.
17 საათის უკან
KAB პიტალო, უკეთესად ვერ იტყვი.
13 საათის უკან