ტრამპი: აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?

ტრამპი: აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა შემაშფოთებელია ამ თანხის ხარჯვის შესახებ ანგარიშგების არქონა.

ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები, რომლებიც, მისი თქმით, არასაკმარისად ეხმარებიან კიევს.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა. კიევს მივაწოდეთ, ვფიქრობ, 350 მილიარდი დოლარი. კარგი, შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა. მაგრამ სად არის ეს ფული? სად მიდის? მე არასოდეს მინახავს ამის შესახებ ანგარიშგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ევროპამ უფრო ნაკლები თანხა დახარჯა - დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ამ ომის ზეგავლენა უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთვის -ჩვენ გვაშორებს ოკეანე, მათ კი არა“, - დასძინა მან.

Aburjga Tasmanieli ყოველ ჯერზე 50 მილიარდით ზრდის დახმარებას! ))))))) მოკლედ ცირკია ეს ცხოვრება. კლოუნი ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი და მხედართმთავარია, თითქმის ნაპოლეონადაა გამოცხადებულ! ეს შლერდი ტრამპი კი მსოფლიოს მბრძანებელობაზე იქაჩება! პრეზიდენტი, ნამდვილი პრეზიდენტი არის ალექსანდრ გრიგორის ძე ლუკაშენკო! ვნახოთ, დიდი იმედი მაქვს, ამის ყველა ნიშანი არსებობს, რომ ჩვენი მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება!
1 დღის უკან