რატი იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: ეს ბატონი, ე.წ. ელჩი დარჩება ნამდვილად მაგალითად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი

რატი იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: ეს ბატონი, ე.წ. ელჩი დარჩება ნამდვილად მაგალითად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი

ეს ბატონი, ე.წ. ელჩი დარჩება ნამდვილად მაგალითად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის შესახებ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა პიტერ ფიშერს, რომელმაც ჯერ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვას 1 800 000 000 ევროს გადასცემს, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის შემდეგ აღიარა, რომ აღნიშნული თანხიდან 1 500 000 000 ევრო მოლდოვას სესხის სახით გადაეცემა.

„ძალიან უხერხულია, რომ საქართველოში გერმანიას წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც დიპლომატიის ასეთ დაბალ სტანდარტს დებს და ფაქტობრივად, ფეიკნიუსების გავრცელებით არის დაკავებული”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს სოციალურ ქსელ X-ში, სადაც ის დიპლომატს მოლდოვისთვის 1 800 000 000 ევროს გადაცემის შესახებ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის გამო აკრიტიკებს.