ტყუილებით, ცილისწამებით და ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხყოფით გაძეძგილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე, რთულია არ დაეთანხმო "ქ/ოცნების" პოლიტსაბჭოს შეფასებას, რომ „ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია.“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მიღებული რეზოლუცია უნდა აღვიქვათ, როგორც ბრძოლა სუვერენული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბრძოლა არჩევნებში ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების წინააღმდეგ.
"ტყუილებით, ცილისწამებით და ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხყოფით გაძეძგილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე, რთულია არ დაეთანხმო "ქ/ოცნების" პოლიტსაბჭოს შეფასებას, რომ „ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია.“
ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ ეს რეზოლუცია უნდა აღვიქვათ ზუსტად ისე, როგორიც ის არის - ბრძოლა სუვერენული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბრძოლა არჩევნებში ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, "ჰიბრიდულ ომს" ჩვენს წინააღმდეგ ევროპაც ეწევა და თან მარტივი სქემით - "უწყვეტი მიტინგები აქა, რეზოლუციები იქა." ამ ყველაფრის მიზანი ხომ ისაა, რომ დაგვაშინონ, დაგვაეჭვონ, კედელთან მიგვაყენონ, რომ მერე ხელებაწეულები დავნებდეთ კიდევ ერთხელ დადასტურდა მრავალვექტორული პოლიტიკის არჩევის მართებულობა. როდესაც პარტნიორი/მოკავშირე სახრეს გირტყამს, თან უსაფუძვლოდ. სხვა პარტნიორს მოძებნი. ეს მარტო ჩემი აზრი არ გახლავთ" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.