რობერტ ფიცოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სლოვაკეთში გამართული აქციის მხარდამჭერი პოსტის გამოქვეყნება სლოვაკეთის შიდა საქმეებში „არაადეკვატური ჩარევაა“

რობერტ ფიცოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სლოვაკეთში გამართული აქციის მხარდამჭერი პოსტის გამოქვეყნება სლოვაკეთის შიდა საქმეებში „არაადეკვატური ჩარევაა“

რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ზელენსკიმ სლოვაკეთში გამართულ ანტისახელისუფლებო აქციას მხარი დაუჭირა. ფიცომ ზელენსკის გამოხმაურებას ქვეყნის შიდა საქმეებში „არაადეკვატური ჩარევა” უწოდა.

„მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან. არ მესმის, რატომ უნდა გააკრიტიკონ უკრაინელებმა სლოვაკეთის მთავრობა. აქ არის ტყუილი ამბავი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში რათა თავიდან ავიცილოთ სლოვაკეთის ევროკავშირიდან გასვლა. ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ მთავრობას არასოდეს გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის წევრობას“, - განაცხადა ფიცომ.

მარბიელი უკრაინიდან გაქცეული ის სალახანები, რომლებიც მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, გაძევებულები უნდა იქნან; წავიდნენ თავიანთ სამშობლოში და იომონ
1 დღის უკან