კახა კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია შემოდის საქართველოში

კახა კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია შემოდის საქართველოში

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დღეს გვქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, - განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს.

კახა კალაძის თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია Emaar Group შემოდის საქართველოში, რომელიც თბილისში და აჭარაში, ბათუმში განახორციელებს პროექტებს.

„რამდენიმე მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამ პროცესში ჩართული იქნება ქართული კომპანიები, ყველანაირად ძალიან კარგია. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, არ მახსოვს ამ მასშტაბის და ამხელა ინვესტიცია კონკრეტულ ერთ პროექტში, რაც ძალიან მაგარია და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ნიშნავს იმას, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობა უკვე სულ სხვა საფეხურზე გადავიდა”, - განაცხადა თბილისის მერმა.