მიხეილ სააკაშვილი: ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლისღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე

მიხეილ სააკაშვილი: ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლისღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე

ბათუმში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ბრალდებული და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება.

„ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლისღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.