არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეხმაურება.
მისი თქმით, გამოძიებით დასტურდება, რომ ხმების დუბლირება არ მომხდარა. ამასთან, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციამ მათივე მხრიდან გამოთქმული ბრალდებები ვერ დაასაბუთა.
„ის, რომ ერთი ადამიანი თითქოსდა სხვადასხვა უბნებზე ხმას აძლევდა, ეს პროკურატურამაც გამორიცხა. ეს გამორიცხა პირველად, იმ დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ამერიკულმა კომპანიამ, ძალიან ავტორიტეტულმა, რომელმაც სამი ეტაპის აუდიტი ჩაატარეს და მესამე ეტაპი სწორედ ამას ეხებოდა, რომ სიების დუბლირება იყო გამორიცხული. შემდეგ ეს რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშშიც იყო არ მოხვედრილა, რასაც ოპოზიცია ჩვენ გვაბრალებდა, ცესკოს აბრალებდა და რითაც ზოგადად აპელირებდა, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა. ბრალდებები მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული არც ოპოზიციის მხრიდან, არც არც ერთი აქტორის მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.