საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
„შოკირებული და დამწუხრებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულებს, მათ ოჯახებსა და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილში.
აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.