ვარლამ ავალიანი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ვარლამ ავალიანი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 13 თებერვლის N37 ბრძანების თანახმად, ვარლამ ავალიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

2012 წლიდან - დღემდე, ვარლამ ავალიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიცია ეკავა. ნატოს თავდაცვის კოლეჯში (ქ. რომი) გავლილი აქვს მაღალი დონის კურსი (Senior Course 123).